Client AreaKnowledgebaseSupport Tickets

Knowledgebase
You are here: Portal Home > Knowledgebase > Articles > დომენური სახელის შერჩევა თქვენი ბიზნესისათვის

დომენური სახელის შერჩევა თქვენი ბიზნესისათვის

დომენური სახელის შერჩევა თქვენი ბიზნესისათვის

დომენური სახელები საკუთრების ახალი და სპეციფიური ფორმაა.  ვებ სივრცეში აქტივობის დაწყებისას თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ ამ საკუთრების  გამოყენების მთელი რიგი თავისებურებები, რათა თქვენი საქმიანობა იყოს ეფექტური და წარმატებული. ისევე როგორც საკუთრების  სხვა ფორმებისათვის, აქაც არის საბაზრო ღირებულება, სპეკულაცია, შეფასების გარკვეული კრიტერიუმები, გაჩნდა დომენების ბიზნესით დაკავებული მთელი ფენა - ე.წ. დომეინერები, აქაც არის კონკურენტების მიერ თქვენი დაშვებული შეცდომების თავის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობა, პარაზიტიზმის ისეთი ფორმა როგორიცაა ქიბერსქვოთინგი და სხვა უარყოფითი ფაქტორები.   ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია სასარგებლო იქნება ამ მხრივ ვებ სივრცის ახალბედებისათვის.

ვთქვათ თქვენ ქმნით ვებსაიტს ფირმისათვის რომლის სახელწოდებაა MyBusiness. შესაძლოა თუ არა, რომ თქვენ დომენურ სახელად შეარჩიოთ MyBusiness.ge?

დიახ, შესაძლოა. მაგრამ ნუ შეჩერდებით ამაზე, შექმენით დამატებით კიდევ სხვა დომენური სახელები. დომენური სახელის ან სახელების სწორი შერჩევით თქვენ შეიძლება დამატებითი ტრაფიკი მოიზიდოთ თქვენს საიტზე.

რა საჭიროა ერთზე მეტი დომენური სახელი?

ვებსაიტის შესაქმნელად საკმარისია გქონდეთ ერთი დომენი. მაგრამ, თუ თქვენ გამოიყენებთ უფრო მეტ დომენს, რომელიც მიუთითებს თქვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი სარგებელი:

  • მოიზიდოთ ვიზიტორები, რომლებიც აკრეფენ თქვენი დომენური სახელის ვარიაციებს
  • მიიღოთ ტრაფიკი რომელიც სხვა შემთხვევაში თქვენი კონკურენტებისკენ წავიდოდა
  • ისარგებლოთ დომენების საკვანძო სიტყვებად გამოიყენების მარკეტინგული შესაძლებლობებით

თქვენი ძირითადი დომენური სახელი

თუ ეს შესაძლებელია, გამოიყენეთ თქვენი ბიზნესის ან ბრენდის სახელწოდება თქვენს ძირითად დომენში. მომხმარებლები დაიხსომებენ მას და შემდგომში თქვენს ბიზნესთან მოახდენენ მის ასოცირებას. თქვენი  ძირითადი დომენის შერჩევისას  გაითვალისწინეთ აგრეთვე მომდევნო ფაქტორები:

დომენური სახელების გაფართოებები

რა დაბოლოება უნდა ჰქონდეს თქვენს დომენს - საერთაშორისო com, .net ან  .biz, თუ ქვეყნის შესაბამისი გაფართოება, როგორიცაა მაგალითად  .ge?

თუ თქვენი ვებსაიტი გამიზნულია კონკრეტული ქვეყნის მომხმარებელზე, მაშინ ქვეყნის შესაბამისი დომენის გამოყენება ხელს შეუწყობს შემდეგ ფაქტორებს:

  • საიტის ვიზიტორები ადვილად გაერკვევიან რომ თქვენი ბიზნესის ადგილმდებარეობა არის გაფართოების შესაბამის ქვეყანაში. ამდენად ისინი უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს თქვენგან პროდუქციის შესყიდვისას.
  • ქვეყანაზე ორიენტირებული ძიებისას ზოგიერთი საძიებო სისტემა აღრიცხავს საიტებს ამ ქვეყნის შესაბამისი დომენური გაფართოებებით, თუნდაც ამ საიტების ჰოსტი ამ ქვეყანაში არ მდებარეობდეს.

მეორეს მხრივ, თუ თქვენი სამიზნე საერთაშორისო აუდიტორიაა, ქვეყნის შესაბამისი დომენი შეიძლება თქვენთვის უარყოფითი ფაქტორი გახდეს. მომხმარებელი, რომელიც ცხოვრობს დომენური სახელის გაფართოების შესაბამისი ქვეყნის გარეთ, შეიძლება ნაკლებად მოტივირებული იყოს საქონლის უცხოური ბიზნესისაგან შესყიდვისათვის.

თუ თქვენ გსურთ მოიზიდოთ მომხმარებელი როგორც თქვენი ქვეყნის შიგნიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, იქონიეთ ორივე დომენი - როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო.  თითოეულ  დომენს შეუძლია მიუთითოს ერთსა და იმავე საიტზე, ამასთან თითოეული აუდიტორია ბრაუზერში დაინახავს დომენს, რომელიც მისთვისაა განკუთვნილი. ქვეყანაზე ორიენტირებული ძიებისას საძიებო  რეზულტატებში ძირითად დომენად აღიქმება ის, რომელიც ამ კონკრეტულ ქვეყნის შესაბამისია.

ქვეყნის შესაბამისი გაფართოების თქვენი დომენური სახელის შერჩევისას, როგორიცაა მაგალითად  .ge, გამოიყენეთ მესამე რიგის დომენური სახელებიც, რომელიც თქვენთვის არის დასაშვები, მაგ. com.ge, info.ge, org.ge თუ სხვა. ნუ დაუტოვებთ მათ თქვენს კონკურენტებს, რომლებიც თქვენს ხარჯზე თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებნ მათ.

დომენური სახელის სიგრძე

თუ შესაძლებელია, აირჩიეთ თქვენი ბიზნესის შესაბამისი დომენური სახელი მოკლე. ასეთი სახელი  უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ნაკლებია რისკი, რომ ის არასწორად იქნება აკრეფილი, ამასთან ის ადვილად განთავსდება თქვენს სავიზიტო ბარათებსა და საფირმო ბლანკებზე.

პირიქით, თუ მოკლე დომენური სახელი არ შეესაბამება თქვენს ბიზნესს, მომხმარებლისათვის ის შეიძლება უფრო დამაბნეველი გახდეს. ამასთან, მოკლე დომენური სახელები, რომლებიც თქვენ მოგწონთ, უკვე შესაძლოა დაკავებულიც აღმოჩნდეს.

თუ თქვენი ბიზნესის სახელწოდება წარმოადგენს 2-3 ადვილად წარმოსათქვამ სიტყვას, იგი, სავარაუდოდ, შეიძლება  გამოდგეს როგორც დომენური სახელი (მაგ. www.kordzadzelawoffice.ge). უფრო გრძელი ბიზნეს სახელწოდებისათვის შესაძლოა უფრო სწორი იყოს თქვენი ბიზნესის სახელწოდების აბრევიატურისა ან ნაწილის გამოყენება, ვიდრე ამ სიტყვების კომბინაციის დამახსოვრება (მაგ. GWS - Georgian Wine and Spirits Company;  NAEC - National Assessment and Examinations Centre, Ministry of Education of Georgia; AmCham - American Chamber of Commerce in Georgia).

მეორადი დომენური სახელები

თქვენი საიტისაკენ მიმმართავი მეორადი დომენური სახელების ონლაინ  გამოიყენება გამიზნულია:

  • მომხმარებლისათვის, რომელიც აკრეფს თქვენს დომენურ სახელს არასწორად.
  • მომხმარებლისათვის, რომელიც საძიებო სისტემების მეშვეობით მოიძიებს თქვენს პროდუქციას ან სერვისებს ონლაინ.

აკრეფისა და დამარცვლის ვარიაციები

რამდენი გზით შეიძლება დამარცვლონ ან აკრიფონ თქვენი ბიზნეს სახელწოდება მომხმარებლებმა?

NationalAssessmentandExaminationsCentre

NationalAssessmentsand ExaminationsCentre

National-Assessment- and-Examinations-Centre

AssessmentandExaminationsNationalCentre

ExaminationsandAssessmentNationalCentre

NationalAssessmentandExaminationsCentre

......................................................

 

ტირეების გამოყენება ძირითად დომენში არაა რეკომენდირებული.  როცა მომხმარებელი საუბრობს სხვებთან თქვენი საიტის შესახებ, ალბათურია რომ ტირე აღქმული არ იყოს. ასევე შეიძლება ტირე გამორჩეთ დომენური სახელის აკრეფისასაც.

თუმცა ტირეების გამოყენება დასაშვებადაა მიჩნეული  მეორად დომენებში. აქ    აქცენტი კეთდება დომენების საკვანძო სიტყვებად გამოიყენების მარკეტინგული შესაძლებლობების ამოქმედებაზე -  ტირეები აადვილებს კითხვას,  თითოეული სიტყვა, გამოყოფილი ტირეებით უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება როცა მომხმარებლები ხედავენ თქვენს დომენს. ტირეებით გამოყოფილი სიტყვები დომენში შეიძლება დაეხმაროს ზოგ საძიებო სისტემებს რათა აღიქვან საკვანძო სიტყვები.  თუმცა Google - ისათვის ამას მნიშვნელობა არა აქვს.

გამოიყენეთ ყველა ეს ვარიაციები მეორადი დომენებისათვის:

  • ტირეებით და ტირეების გარეშე
  • ზოგიერთი სიტყვის სხვადასხვანაირი დამარცვლა
  • არსებითი სახელების გამოყენება მხოლობით და მრავლობით რიცხვში
  • დომენური სახელების საერთაშორისო და ლოკალური გაფართოებები

რას მოიძიებს მომხმარებელი

თუ თქვენ გსურთ იპოვოთ SomeCompany  ფირმის ვებსაიტი საქართველოში, თქვენ შეიძლება: ერთი - მოიძიოთ იგი საძიებო სისტემით, ან მეორე - პირდაპირ აკრიფოთ SomeCompany.ge. მეორე შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ თქვენ პირდაპირ აღმოჩნდეთ SomeCompany - ს ვებსაიტზე.     

ამ ტიპის ძებნა ფართოვდება ძირეული  სიტყვებზეც. ეძებთ ქართულ ღვინოს? სცადეთ მაგ. Georgianwine.ge და  ალბათურია რომ თქვენ  სწორედ ასეთ საიტზე აღმოჩნდეთ (ამ შემთხვევაში გადამისამართდებით კომპანია GWS ვებ საიტზე). ეძებთ დაზღვევას? მომართეთ insurance.ge, და ალბათურია რომ თქვენ აღმოჩნდეთ გადამისამართებული რომელიმე შესაბამისი კომპანიის საიტზე - მაგ. ამ შემთხვევაში ჯი-პი-აი ჰოლდინგის ვებ საიტზე   http://gpih.ge. ეძებთ  ქართულ მინერალურ წყალს? სცადეთ მაგ. Borjomi.ge და თქვენ ალბათურია რომ აღმოჩნდეთ სწორედ ასეთ საიტზე. მაგ. ამ შემთხვევაში თქვენ გადამისამართდებით კომპანია GGMW  - Georgian Glass and Mineral Water ვებ საიტზე - Borjomi.com. (გაიხსენეთ ჩვენი ზედა პუნქტი დომენური სახელების გაფართოებები ).აკრიფეთ ასევე nabeglavi.ge ან nabeglavi.com.ge - და მოხვდებით ნაბეღლავის მეწარმე კომპანიაში. აკრიფეთ borjomi.biz  და თქვენ მოხვდებით სხვა საიტზე, რომელზეც ამასთან ეს დომენური სახელი გასაყიდადაა გამოცხადებული.

თუმცა საკვანძო სიტყვებიანი დომენების მეშვეობით შესაძლოა არც მოხდეს დიდი რაოდენობის საიტის ვიზიტორების მოზიდვა, მაგრამ მაინც მათი გამოყენება აღნიშვნის ღირსი ტექნიკაა.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ერთზე მეტი დომენი

მიაბით თქვენი ვებ საიტი თქვენს ძირითად დომენს,  და გამოიყენეთ ეს დომენი საფოსტო მისამართების შესაქმნელააც.

მეორადი დომენებისათვის გამოიყენეთ დომენების პარკირების მეთოდი (სინონიმები: დომენის გადამისამართება; URL გადამისამართება). ყოველთვის წინდაწინ შეამოწმეთ ასეთი ფუნქციის არსებობა ოსთინგის მომსახურების შეკვეთისას.

დასკვნითი ნაბიჯი

მას შემდეგ, რაც შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები  ვაკანტურ დომენები, ნუღარ გადადებთ, დაუყოვნებლივ დაარეგისტრირეთ ისინი. ხვალ  შეიძლება ისინი უკვე დაკავებულნი აღმოჩნდნენ.

თქვენთვის უფრო ადვილი აღმოჩნდება თქვენი ბიზნესის მართვა ონლაინ, თუ თქვენ აირჩევთ ერთ სახელწოდებას ძირითადი დომენისა და ბიზნესისათვის.  თუ თქვენ ჯერ არ გაგაჩნიათ ბიზნეს სახელწოდება, მაშინ  ტესტირების გზით   შეარჩიეთ ბიზნეს სახელწოდება რომელიც უკეთ მოერგება შესაძლო დომენებს. მას შემდეგ რაც დაარეგისტრირებთ ამ დომენურ სახელს და ბიზნეს სახელწოდებას, დაარეგისტრირეთ მეორადი დომენებიც და შეიყვანეთ ისინი ხმარებაში.

რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს მრავალი დომენის რეგისტრაციამ ერთი საიტისათვის? ეს დამოკიდებულია თქვენს საიტზე, მაგრამ ნებისმიერი ვარიაციები, რომლებსაც თქვენ არ დაარეგისტრირებთ ხელმისაწვდომი ხდება დარეგისტრირებისა და გამოყენებისათვის თქვენი კონკურენტებისათვის. გახსოვდეთ, თუ დომენი ღირებულია თქვენი კონკურენტისათვის, იგი ღირებულია თქვენთვისაც.

 



Was this answer helpful?

Add to Favourites
Print this Article


Language:


                   
©2008-2010 GEONET All Rights Reserved